Saturday, October 15, 2016

მეცხრე დღე

               გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს და წარვადგინეთ პრეზენტაციები. ავტვირთეთ დრაივზე ჩვენი პორტფოლიოები და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
ქვეწარმავლებისა და ფრინველების სასიცოცხლო ციკლი

Friday, October 14, 2016

მერვე დღე

           ვისაუბრეთ ს. ს. მ, არაქართულენოვან, ნიჭიერ მოსწავლეებზე. რა რესურსები გამოვიყენეთ, როგორი განვითარების, აღქმის სტილი აქვს ადამიანებს. გადავხედეთ პორტფოლიოს. ამის შემდეგ ვისაუბრეთ მზა შაბლონზე. ვიყოთ მოსწავლეებთან ფასილიტატორის როლში, დავეხმაროთ მოსწავლეებს ამა თუ იმ დავალებების შესრულებაში.

მეშვიდე დღე

               ვიმუშავეთ თემაზე, როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის სწავლა, როგორ შეიძლება ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში.

მეექვსე დღე

               ვიყავით მოსწავლის როლში და შევქმენით ელექტრონული გაზეთი ჩემს მიერ არჩეულ თემაზე. ამის შემდეგ გამოვიყენეთ დაფიქრდი დაწყვილდი გაუზიარე აქტივობა და ვესაუბრეთ კოლეგებს საკუთარ პროექტზე. მივიღეთ რჩევები.

Tuesday, September 13, 2016

მეხუთე დღე

          მეხუთე დღის შეფასება
კიდევ ერთხელ გადავხედე გეგმას და შევიტანე ცვლილებები,რიბის ს შედეგადაც დავიწყე მუშაობა პროექტის პრეზენტაციაზე.ასევე საუბარი გვქონდა საავტორო უფლებების წესების დაცვაზე.

მეოთხე დღე

               მეოთხე დღის შეფასება
მეოთხე დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და მოხდა საბოლოო შეჯერება კითხვების,ასევე განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო და გავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი.

მესამე დღე

           მესამე დღის შეფასება
მესამე დღეს დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაში და შევიტანეთ ინფორმაცია, თუ რა თემაზე გავაკეთებდით პროექტს.მოვარგეთ სასწავლო გეგმის სტანდარტები და გავწერეთ სტანდარტი და მიზანი.ასევე 21-ე საუკუნის სამი უნარი,რომელზედაც უნდა გავიყვანოთ ჩვენი მოსწავლეები

მეორე დღე

               მეორე დღის შეფასება
მეორე დღეს საუბარი გვქონდა პუბლიკაციის მომზადებაზე.რაში მეხმარება პუბლიკაცია?შევქმენი ბუკლეტი რომელიც მოვამზადე მშობლისთვის,სადაც გაწერილი იყო ინფორმაცია რა მოეთხოვებოდა მშობელს და ბავშვს პროექტზე მუშაობის დროს.გავიარე რეგისტრაცია ბლოგზე და დავწერე კომენტარი